17 მაისი 2024,   12:43
ვრცლად
კონსტიტუცია უნდა იწერებოდეს ხალხის მიერ - გიორგი აბაშიშვილი

პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ საკონსტიტუციო კომისიაში მიმდინარე მსჯელობისა და ხმაურიანი განცხადებების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი პარლამეტის თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს ინიციატივით მიმართავს. სახელმწიფოს მეთაური 10 მარტისთვის პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის გამართვას გეგმავს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ კონსტიტუციას საზოგადოება უნდა წერდეს.

„ვაჩვენებთ ჩვენს ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიგვაჩნია ის, თუ როგორ უნდა იყოს საზოგადოება ჩართული კონსტიტუციის წერის პროცესში. ჩვენ ვთვლით, რომ კონსტიტუცია უნდა იწერებოდეს არა ცალკეული პოლიტიკურ პირებთან გარკვეულ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, არამედ კონსტიტუცია უნდა იწერებოდეს ხალხის მიერ,“ - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები