17 მაისი 2024,   13:41
ვრცლად
"როდესაც პრეზიდენტის მხრიდან რამე მოდის, ეს დაპირისპირების წინაპირობას ქმნის აუცილებლად," - გიორგი ვოლსკი

„როდესაც პრეზიდენტის მხრიდან რამე მოდის, ეს დაპირისპირების წინაპირობას ქმნის აუცილებლად,“ -  ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ, საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესზე პრეზიდენტის სასახლეში 10 მარტს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს ინიციატივით მიმართავს და 10 მარტს ამ საკითხზე მსჯელობის გამართვას სთავაზობს.

საპარლამენტო უმრავლესობა ამ შეხვედრაზე დასწრებას არ აპირებს.

„რა საჭიროა საკითხების დაძაბვა, როდესაც ძალიან ფართო სპექტრია წარმოდგენილი საკონსტიტუციო კომისიაში და პრაქტიკულად ყველა პარტიას ეთქმის იქ სიტყვა,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები