17 მაისი 2024,   12:18
ვრცლად
უმრავლესობის აზრით, პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა დასუსტდეს, რასაც ოპოზიცია არ ეთანმხება

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის სასახლეში 10 მარტს დაგეგმილ შეხვედრაზე დასწრებას აპირებენ. მათი აზრით, მმართველი გუნდი კონსტიტუციაში ცვლილებებს საკუთარი სარგებლისთვის ახორციელებს და საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას სწორედ ამიტომ გეგმავს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, აკაკი მინაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ინსტიტუცია, რომელიც ხელისუფლების სხვა შტოებს დააბალანსებს.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია კი აცხადებს, რომ მმართველ გუნდს ურჩევნია პრეზიდენტად თავისი წარდგენილი კანდიდატი თავად აირჩიოს.

„მათ არ აწყობთ, რომ ხალხმა აირჩიოს პრეზიდენტი, იმიტომ რომ არ არიან ალბათ დარწმუნებული, რომ მათთვის სასურველს აირჩევენ და მათთვის უფრო კომფორტულია, რომ პარლამენტიდან გარანტირებულად ჰყავდეთ არჩეული თავისი კანდიდატი,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების მდივანი, ბექა ნაცვლიშვილი კი აცხადებს, რომ კომისიის გადაწყვეტილებით, პირდაპირი არჩევის წესი 2018 წელსვე იმიტომ არ გაუქმდა, რომ დღევანდელი პარლამენტის ამომრჩეველი საპარლამენტო არჩევნებამდე ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

„შემდგომში ახალ პარლამენტს როდესაც აირჩევს, აირჩევს უკვე იმის მოლოდინით, რომ ეს ადამინები აირჩევენ არაპირდაპირ პრეზიდენტს,“ - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანი კი ფიქრობს, რომ საქართველოში საპარლამენტო მმართველობა უნდა გაძლიერდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები