17 მაისი 2024,   15:01
ვრცლად
არასამთავრობოების აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებები მარგველაშვილის წინააღმდეგ ხორციელდება

არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის არჩევის წესზე მსჯელობა აზრს კარგავს, რადგან მათი აზრით, ამ ეტაპზე ცვლილებებს მმართველი გუნდი გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ ახორციელებს.

„პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება განპირობებული იყო თავიდანვე იმით, რომ პრეზიდენტი ეწინააღმდეგებოდა უმრავლესობის მოსაზრებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამაზე არ ვისაუბრებდით, თუკი საქართველოს პრეზიდენტი იქნებოდა მხარდამჭერი მმართველი პარტიისა,“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების მცდელობა და ამ მცდელობის ტენდენცია შეინიშნება, რაც არასწორია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები