17 მაისი 2024,   14:42
ვრცლად
ქალთა საერთაშორისო დღე - თბილისსა და რეგიონებში ქალთა სოლიდარობის აქცია გაიმართა

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთავრობის კანცელარიასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა. უხილავი შუშის ჭერი, ანუ ბარიერი, რომელიც ქალებს პოლიტიკურ გააქტიურებასა და კარიერულ წინსვლაში უშლით ხელს, სიმბოლურად დღეს მთავრობის კანცელარიასთან დაიმსხვრა.

ქალთა მოძრაობის წევრებმა ამ ფორმით ის გენდერული სტერეოტიპები და მიდგომები გააპროტესტეს, რომელიც ქალების მიმართ საქართველოში არსებობს.

ქალთა მოძრაობის წევრებმა მოგვიანებით პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს, სადაც ქალების სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ. სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებიც.

ქალების საერთაშორისო დღეს, ქალების უფლებრივი მდგომარეობა გააპროტესტეს რეგიონებშიც. ქალთა საერთაშორისო დღე, 1910 წლიდან, ყოველ 8 მარტს აღინიშნება.

ავტორი: იზო ჩუბინიძე. 

დღის ამბები