17 მაისი 2024,   12:43
ვრცლად
პროკურატურა მამა გიორგი მამალაძეს ინტენსიურად უთვალთვალებდა, თუმცა ვისგან შეიძინა ციანიდი, გამოძიებისთვის უცნობია

წმინდა სინოდის სხდომამდე ერთი დღით ადრე პროკურატურა ციანიდის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს აქვეყნებს. საგამოძიებო უწყებამ დღეს ირაკლი მამალაძის მიერ გადაღებული ვიდეო მასალისა და ბრადებული დეკანოზის ტელეფონიდან ამოღბული ინფორმაციის ის ნაწილი გაასაჯაროვა, რომლითც პროკურატურის განმარტებით, მამა გიორგი მამალაძის ციანდით დაინტერესება მტკიცდება.

ამის თაობაძე პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა მთავარ საგამოძიებო ორგანოში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

ბრადლების თანახმად, მამა გიროგი მამალაძე გეგმავდა პატრიარქის მდივან რეფერენტის მკვლელობას, მოტივი კი იერარქიული წინსვლა იყო. "დასაბრედია" და "მარილზე წავა" - ჩანაწერებში დეკანოზი შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით ამ ორ ფრაზას ახსენებს.

პროკურორის განცხადებით, საქმის მოწმის, ირაკლი მამალაძის მიერ გაკეთებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებისა და მამა გიორგი მამალაძის ელექტრომოწყობილობებიდან ამოღებული ინფორმაცია არის მტკიცებულებები, რომლებიც დაკავებული დეკანოზის ბრალეულობაზე მიუთითებს.

მიხედავად იმისა, რომ მამა გიორგი მამალაძეს ინტენსიურად უთვალთვალებდნენ, პროკურატურას პასუხი არ აქვს, თუ საიდან აღმოაჩნდა დეკანოზს ნატრიუმის ციანიდი ანუ როდის და ვისგან შეძლო მამაომ მომწამვლელი ნივთიერების შეძენა.

ამავე თემაზე
დღის ამბები