17 მაისი 2024,   14:02
ვრცლად
ძალიან მალე საზოგადოებას სრულყოფილ სურათს მივაწვდით - მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი პროკურატურას გასაჯაროებული ვიდეომასალების დამონტაჟებაში ადანაშაულებს. მიხეილ რამიშვილმა კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მთავარმა საგამოძიებო ორგანომ ჩანაწერები ნაწილ-ნაწილ გამოაქვეყნა.

„თუ არ იცის საზოგადოებამ როგორ იწყება საუბარი, ბოლოს, შუაში შეიძლება ისეთი ტექსტი ამოიღო, რომელმაც საუბრის თემა შეცვალოს,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატის თქმით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო მასალების ავთენტურობა დასადგენია.

კითხვაზე თუ რისთვის სჭირდებოდა მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი, ადვოკატმა განაცხადა, რომ ძალიან მალე საზოგადოებას სრულყოფილ სურათს მიაწვდიან. მიხეილ რამიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „დანაშაულზე როგორ შეიძლება საუბარი, როცა არ არის დადგენილი, თუ სად შეიძინა მამა გიორგიმ ე.წ. საწამლავი“. 

დღის ამბები