17 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
"რუსთავი 2-ის სარჩელი არის საქართველოსთვის და არა საქართველოს წინააღმდეგ" - ლაშა ტუღუში

„ეს არის გამოწვევა ხელისუფლებისთვის,“ - განაცხადა საქართველოს პრესის ასოციაციის დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

კურიერის პირდაპირ ეთერში მან აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე აღსრულების შეჩერების თაობაზე, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მისალოცია.

მისი აზრით, სახელმწიფოში მედიისადმი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. ის აღნიშნავს, რომ რუსთავი 2-ის მიერ შეთავაზებული იდეა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ, ტელევიზიის კოლექტივისთვის გადაცემის თაობაზე, ძალიან საინტერესო იყო.

„ეს არის ძალიან საინტერესო, ახლებური მიდგომა. თუ მოხერხდა და მოხდა კონცენტრაცია, მათ შორის საკუთრების მეტი ასე ვთქვათ, დემოკრატიზაციის, მეტი გაშლის თვალსაზრისით, ესეც იქნებოდა ძალიან საინტერესო. ეს ნიშნავს იმ მოდელებზე ფიქრს, რომელიც არის განვითარებულ ქვეყნებში, როდესაც არ არის ერთ ხელში კონცენტრირებული საკუთრება, საკუთრება არის გაშლილი, ეს არის რეალური ბიზნესი. ანუ პოლიტიკურად დაინტერესებული კი არ არის მედია, არამედ მედია არის ბიზნესი და მისი საკუთრება, მისი ფინანსური გამჭვირვალეობა, პასუხისმგებლობა, ეთიკური მაღალი სტანდარტები ქმნის აბსოლუტურად სხვა მედიას,“ - აცხადებს ლაშა ტუღუში.

მისი აზრით, მსგავსი მიდგომით მედია ბევრად უფრო მაღალი ნდობის მოცემულობაზე გადადის.

ლაშა ტუღუშის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ დაობს, ფორმალურად სწორია, მაგრამ შინაარსობრივი თვალსაზრისით, რუსთავი 2-ის სარჩელი ემსახურება იმას, რომ საქართველოში მედია უფრო დაცული იყოს.

„მე ვფიქრობ, რომ ეს სარჩელი არ ის საქართველოსთვის და არა საქართველოს წინააღმდეგ,“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

მისი აზრით, მედია პარტიებისგან და პოლიტიკოსებისაგან უფრო გამიჯნული უნდა იყოს.

"მე ვფიქრობ, რომ დღეს თქვენ გაქვთ უნიკალური შანსი, რომ თქვენი პროფესიონალიზმი ბევრად უფრო მაღალ დონეზე აწიოთ და წახვიდეთ სხვა მიმართულებით," - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

დღის ამბები