17 მაისი 2024,   13:41
ვრცლად
სტრასბურგის გადაწყვეტილების შედეგი - "რუსთავი 2" დახურვისა და წართმევის საფრთხის ქვეშ არ მუშაობს

რუსთავი 2-ს დღეს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისა და დახურვის საფრთხე აღარ ემუქრება. დღევანდელი რეალობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებაა უზენაესი სასამართლოს აღსრულების უვადოდ შეჩერების თაობაზე. მმართველმა გუნდმა კი, სტრასბურგის გადაწყვეტილებაში მთავარი პრობლემა საქმის სათაურში დაინახა.

მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რუსთავი 2-თან ერთად, ყველა მედიასაშუალება ევროპული კონვენციის დაცვის ქვეშ გადავიდა, რაც მათი დამოუკიდებლობის და პოლიტიკური ჩარევებისგან თავისუფლების გარანტიაა.

მათი შეფასებით, ხელისუფლებამ სწორი დასკვნები უნდა გააკეთოს და როგორც მედიის, ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევაზე სამუდამოდ უარი უნდა თქვას.

არასამათავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, სარჩელის სათაურის და დამკვიდრებული პროცედურული წესით მანიპულირების ნაცვლად, აქცენტი მის შინაარსზე გააკეთოს.

მათი განცხადებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ხელისუფლებას პირდაპირ მიუთითებს, რომ ქვეყანაში სიტყვის და სასამართლოს თავისუფლების კუთხით სერიოზული პრობლემებია.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ხელისუფლების მხრიდან, შეცდომების გაანალიზების შემთხვევაში, კონკრეტული პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებასაც არ გამორიცხავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები