17 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
ვანო მერაბიშვილის საქმე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი უცნობია 

მერაბიშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატას საქართველოს სახელმწიფოს მოთხოვნით გადაეცა. მას შემდეგ, რაც 7-მა მოსამართლემ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და ყოფილი პრემიერის მიმართ მე-18 მუხლის დარღვევა მე-5 მუხლთან ერთობლიობაში დაადგინა.

ანუ თქვა, რომ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური თანამდებობის წარმომადგენლის პატიმრობას შესაძლოა ფარული ზრახვები ქონოდა. ამის ერთერთ არგუმენტად მაშინ სასამართლომ ვანო მერაბიშვილის განცხადება მიუთითა, მისი საკნიდან გაყვანის შესახებ.

ეს ფაქტი პატიმარმა ყოფილმა პრემიერმა 2013 წლის დეკემბერში, პროცესზე გაასაჯაროვა. მაშინ მან თქვა, რომ მთავარმა პროკურორმა ფარცხალაძემ ის ციხიდან ჟვანიას საქმესა და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით, ჩვენების მისაღებად გაიყვანა. 

იუსტიციის მინისტრის მოადგილე კი დღეს ამტკიცებდა, რომ მერაბიშვილის მითითებული ფაქტები არ დასტურდებოდა, არგუმენტად მთავარი პროკურატურის მიერ საქმეზე ჩატარებული გამოძიების მასალები მოიყვანა. პროკურატურამ საქმეზე გამოძიება სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო, თუმცა დანაშაულის არ არსებობის გამო, საქმე შეწყვიტა.

თითოეულ მხარეს დიდი პალატისთვის მიმართვისთვის დღეს 30 წუთი ქონდა. ამ დროში ისინი შეეცადნენ ყველა იმ დეტალზე გაემახვილებინათ ყურადღება, რაც მათი შეფასებით, საქმეში გადამწყვეტია.

სტრასბურგის სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე დღესაც ისაუბრეს.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს დიდი პალატა ვანო მერაბიშვილის საქმეზე სათათბიროდ გავიდა. თუმცა, გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი ჯერ უცნობია და ამ პროცესს შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს.

 

 

დღის ამბები