17 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა - მორიგი დაპირისპირების საგანი მმართველ გუნდთან

პრეზიდენტი საჯარო კონსულტაციების დაწყებას აანონსებს. გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში საკონსტიტუციო კომისიის წევრების გარდა, პოლიტიკურ პარტიებს და მესამე სექტორსაც ელოდება. უკვე ცნობილია, რომ ქართული ოცნება სახელმწიფოს მეთაურთან, ამ საკითხზე შეხვედრას არ აპირებს.

ოპოზიციის აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებებით მმართველი გუნდი ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას ცდილობს. პრეზიდენტ მარგველაშვილის წინააღმდეგ კი, კონკრეტულ ნაბიჯებს ბიძინა ივანიშვილის სურვილით დგამს.

ქვეყნის პირველი პირის პარლამენტის მიერ არჩევის გარდა, პრეზიდეტის ინსტიტუტი კიდევ რამდენიმე მიმართულებით იზღუდება. უმრავლესობის ინიციატივით, პრეზიდენტს შესაძლოა აღარ ჰქონდეს უზენაეს სასამრთლოში კანდიდატების წარდგენის უფლება, გაუქმდება უშიშროების საბჭო, რომელსაც მხოლოდ საომარი მდგომარეობისას მომუშავე ორგანო შეცვლის.

არასამთავრობო სექტორი პრეზიდეტის უფლებამოსილებების შემცირებას არ ეთანხმება. საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდეტის უფლებამოსილების შემცირების ინიციატორი ძირითადად მმართველი გუნდია.

პროექტის მიხედვით, პრეზიდენტი აღარ დაამტკიცებს ელჩებს, კანონით განისაზღვრება, თუ რა ვადებში, როდის, რა წესებითა და რა პირობების შემთხვევაში შეიძლებს ის მსჯავრდებულთა შეწყალებას.

კანონზე ვეტოს დადების და ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებისთვის კი, შესაძლოა პრეზიდენტს პრემიერის თანხმობაც დასჭირდეს.

დღის ამბები