17 მაისი 2024,   14:43
ვრცლად
40 თეთრის ნაცვლად 50 - ტრანსპორტის ტარიფი 10 თეთრით ე.წ. მოკლე ხაზებზე გაძვირდა

სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა კონკრეტულ მარშრუტებზე გაძვირდა. თბილისის მოსახლეობას უკვე დღეიდან მოუწევს მომატებული ფასის გადახდა. ტრანსპორტის ტარიფი 10 თეთრით ე.წ. მოკლე ხაზებზე გაძვირდა, ასეთი კი დედაქალაქში 50- ზე მეტი მარშრუტია.

ყველა ამ დრომდე არსებული 40 თეთრიანი მარშრუტი 50 თეთრი გახდა. მგზავრობის საფასურის გაძვირებას მოსახლეობა უკმაყოფილებით ხდება, მგზავრების დაკარგვის საშიშროებას ხედავენ, თავად სამარშრუტო ტაქსების მძღოლები.

მგზავრობის ტარიფის მომატების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებენ ოპოზიციაში. ევროპულ საქართველოში თბილისის მერს სატრანსპორტო ბიუჯეტის გადახედვისკენ მოუწოდებენ.

სამარშრუტო ტაქსებზე მგზავრობის ტარიფის მატების მიუხედავად დამატებითი სუბსიდირება თბილისი მერიაში ამ ეტაპზე არ განიხილება. დავით ნარმანიამ დღეს განაცხადა რომ სხვა მარშრუტებზე ფასის მატება არ მოხდება.

სამარშრუტო ტაქსების კომპანიაში კონკრეტულ მარშრუტებზე ტარიფის მატების გადაწყვეტილება პროდუქციის გაძვირების გამო მიიღეს.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი. 

დღის ამბები