17 მაისი 2024,   12:44
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა პატარძეულში - მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა

პატარძეულში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. კახეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სატვირთო მანქანა სამარშრუტო ტაქსსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა. ავარიის შედეგად სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

დაშავებული პოლიციელები საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში სხეულის მსუბუქი დაზიანებით მოათავსეს. პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების თქმით, ამ ეტაპზე სტაბილურია. ორივე მათგანი საავადმყოფოდან ხელწერილის საფუძველზე გაწერეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია.

გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები