17 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
კვირიკაშილის თქმით, რუსთავი 2-ის საქმე ორ სუბიექტს შორის დავაა და სტრასბურგშიც საქმე ამ ჭრილში გაგრძელდება

საქართველოს პრემიერმინისტრმა იტალიაში ოფიციალური ვიზიტისას რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი გააკეთა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსთავი 2-ის საქმე 2 კერძო სუბიექტს შორის დავა იყო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც ეს საქმე ამ ჭრილში გაგრძელდება.

„ეს საკითხი თავიდანვე იყო გაზვიადებული და პოლიტიზირებული,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესია, რომელშიც ამჟამად პროცესუალურად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არის ჩართული.

დღის ამბები