17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება გაერთიანებისთვის გამოსაფხიზლებელი უნდა იყოს - ანგელა მერკელი

ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება გაერთიანებისთვის გამოსაფხიზლებელი უნდა იყოს. ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა პარლამენტის ქვედა პალატაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ანგელა მერკელმა წევრი ქვეყნების ერთიანობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა. მიმართვის დროს კანცლერი თურქეთთან ბოლო დროს დაძაბულ ურთიერთობასაც შეეხო. ანგელა მერკელის თქმით, ოფიციალურმა ანკარამ უნდა შეწყვიტოს გერმანიის ხელისუფლების ნაცისტებთან შედარება.

დღის ამბები