17 მაისი 2024,   10:06
ვრცლად
"ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულების თქმით, გიორგი ალიბეგაშვილი მათ ურჩევს პრეზიდენტის ფონდს მიმართონ

ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებსა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს შორის შეხვედრა დასრულდა.

დაზარალებულების თქმით, გიორგი ალიბეგაშვილმა მოვაჭრეებს განუცხადა, რომ თბილისის ბიუჯეტში საკმარისი თანხა, მათი ზარალის ასანაზღაურებლად არ არის და დაზარალებულებს პრეზიდენტის ფონდისთვის მიმართვა ურჩია.

დაზარალებულების განცხადებით, ზარალი შესაძლოა საკრებულოს დავალდებულებით ბავშვთა სამყაროს მენეჯმენტმა აანაზღაუროს.

"6 მილიონი აქვს ასაღები, რომ აიღებსმ დაგვინაწილონ. საკრებულობ ჩვენ განგვიცხადა, რომ ბიუჯეტში ჩვენ არაფერი არ გვაქვსო," - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ეს 2 კერძო სუნიქტს შორის დავაა. 

"ეს არის 2 კერძო სუბიექტს შორის დავა და აქედან გამომდინარე, ჩვენ, საკრებულო, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ყველა სტრუქტურასთან გავარკვიოთ ის შესაძლებლობები, თუ რითი შეგვიძლია ჩვენ მათი დახმარება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ჩართულები ვიქნებით ამ პროცესებში. ხუთშბათს ჩვენ გვექნება შეხვედრა ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე, ჩვენი სამუშაო ჯგუფიდან მათ სამუშაო ჯგუფთან და საბოლოო რაზე შევთანხმდებით, ამას, რა თქმა უნდა, შეგატყობინებთ," - განაცხადა გიორგი ალიბაგეშვილმა.

შეხვედრამდე ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა საკრებულოს წინ აქცია გამართეს და კარვების გაშლა სცადეს, რასაც სამართალდამცველების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა მოყვა. აქცია მცირედ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ამ დროისათვის დაზარალებულები საკრებულოს წინ აქციას განაგრძობენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები