17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. სხდომის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებიდან კომენტარი მხოლოდ მეუფე პეტრე ცაავამ გააკეთა. მან საპატრიარქო პირველმა დატოვა. მეუფე პეტრეს განცხადებით, ის საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მეუფე პეტრეს თანამდებობიდან გათავისუფლებას საპატრიარქოს ტელევიზიაში მოჰყვა გამოხმაურება. ტელევიზია ერთსულოვნება თანამშრომლების სახელით, ამ წუთებში ერთობლივ განცხადებას ამზადებს.

როგორც ცნობილია, წმინდა სინოდის სხდომაზე მამა გიორგი მამალაძის საქმეზეც ისაუბრეს.

დამატებით დეტალებზე საპატრიარქო ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გაავრცელებს. 

დღის ამბები