17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციელი დაშავდა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციელი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქუთაისის ქუჩაზე მოძრავ კრიმინალური პოლიციის პიკაპს, რომელიც სამსახურებრივ საქმიანობას ასრულებდა, ჰონდას მარკის მანქანა დაეჯახა.

შეჯახების შედეგად დაშავდა პოლიციის ერთი თანამშრომელი. დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახნარება გაუწიეს. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ასრულებენ.

ავარიის გამომწვევი მიზეზების გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები