17 მაისი 2024,   09:20
ვრცლად
ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის სპეციალური პრესკონფერენცია, სადაც ის თავს დაესხა საკონსტიტუციო კომისიას - ზაზა გაბუნია

„ერთი კვირის წინ ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის სპეციალური პრესკონფერენცია, სადაც ის თავს დაესხა საკონსტიტუციო კომისიას,“ - ასე აფასებს საკონსტიტუციო კომისიის წევრი ზაზა გაბუნია საკონსტიტუციო კომისიისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს.

კურიერის ეთერში ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ძალიან კარგი მოდერატორი და მაღალი დონის კონსტიტუციონალისტია. მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობა პროფესიონალურ ფორმატში მიმდინარეობს, ხოლო პრეზიდენტი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ კომისია შეხვედრებზე არაფერს აკეთებს.

„საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პარალელურად, კეთდებოდა სხვადასხვა სახის კრიტიკული განცხადება და ეს განცხადებები ხშირად იყო თავდასხმის ხასიათის. ამის მერე ჩვენ ვხედავთ ერთი კვირის წინ გაკეთებულ განცხადებებს, როდესაც პირდაპირ დისკრედიტაციის მცდელობა ჰქონდა და ნამდვილად გამოუვიდა,“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ ხვალიდენ შეხდევრაზე, სადაც „კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვა“ მოეწყობა, ზაზა გაბუნია "პოლიტიკური შოუს" დადგმის მცდელობად აფასებს. 

დღის ამბები