17 მაისი 2024,   07:33
ვრცლად
ლევან ალაფიშვილის უმრავლესობის მხრიდან პრეზიდენტის კრიტიკას ვიწრო პარტიული პოლიტიკით ხსნის

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ლევან ალაფიშვილი ფიქრობს, რომ დღეს მმართველი გუნდი პრეზიდენტს თავს ესხმის ისევე, როგორც ამას ბოლო რამდენიმე წელი აკეთებს და ეს მხოლოდ ვიწრო პარტიული პოლიტიკით აიხსნება.

ლევან ალაფიშვილის აზრით, უმრავლესობის ლიდერების კრიტიკა პრეზიდენტის მიმართ დაუსაბუთებელია, რადგან მათ არ იციან რა სახის განხილვის ჩატარებას გეგმავს გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში.

„რაღაც რომ შეაფასო, უნდა იცოდე რა არის, იცის ვინმემ, ვინც კრიტიკით გამოდის და თავს ესხმის პრეზიდენტს, რა უნდა იყოს ან რა უნდა თქვას ხვალ პრეზიდენტმა? ეს თავისთავად გამოკვეთს, რომ ცოტა სხვა რამეშია საქმე. მე ვფიქრობ, ეს პოლიტიკური ინფანტილიზმის სფეროდან არის. ახალ პოლიტიკურ ლიდერებს პოლიტიკური გამოცდილება აკლიათ,“ - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

მან აღნიშნა, რომ როდესაც პრეზიდენტს საკონსტიტუციო საკითხებში ჩარევაში ადანაშაულებენ, მმართველ გუნდს უნდა ახსოვდეს, რომ მედიაომბუდსმენის საკითხიც საკონსტიტუციო საკითხია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები