17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
პრემიერს არა ერთხელ გაუკეთებია ძალიან უხერხული, ტყუილი განცხადებებიც - ელენე ხოშტარია

პრემიერმინისტრის იმ განცხადებას, რომ „ბოლო დროს რაც ხდება, ეს არის ხელოვნური აჟიოტაჟი და დემოკრატიას საქართველოში საფრთხე არ ემუქრება,“  კურიერის პირდაპირ ეთერში პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია ეხმაურება და ამბობს, რომ რემიერმინისტრს არა ერთხელ გაუკეთებია უხერხული განცხადება ბოლო პერიოდში.

„სამწუხაროდ, პრემიერმინისტრს არა ერთხელ გაუკეთებია ძალიან უხერხული, მე ვიტყოდი ტყუილი განცხადებებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ცხადია ეს ასახავს ხელისუფლების ზოგადად უხერხულობას, რომელშიც ისინი ჩავარდნენ, როდესაც მათთვის მოულოდნელად, ევროპელი სასამართლო დადგა დემოკრატიის, ამ შემთხვევაში რუსთავი 2- ის მხარეს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ხელისუფლებას გააწნა სილა და პირდაპირ დაადანაშაულა ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევაში,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარია პრეზიდენტსა და ქართულ ოცნებას შორის დაპირისპირებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას უნდა ინსტიტუტები, რომელიც მათ ემორჩილება.“

„ისინი რეალურად აპირებენ, რომ პრეზიდენტის არჩევითობა გააუქმონ, ანუ ხალხს წაართვან არჩევანი, რომ ავირჩიოთ პრეზიდენტი და ჩაიგდონ სრულად ძალაუფლება,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

აქვე, ხოშტარია ქართული ოცნების წევრის არჩილ თალაკვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც მან განაცხადა, რომ ერთ თვეში რუსთავი 2-ის ირგვლივ არსებული სიხარული დასრულდება.

„ისინი ეჯინებიან რუსთავი 2-ს, ისინი ეჯინებიან საზოგადოებას და მუქარას ისვრიან. პირველ რიგში, ისინი აზიანებენ თავის თავს და მეორეს მხრივ, აზიანებენ ქვეყანას," - აღნიშნავს ხოშტარია.

 

დღის ამბები