17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
"ოლიგარქი ვერ მოისვენებს მანამ, სანამ არ გაიტანს თავისას" - ნიკა რურუა "რუსთავი 2"-ის საქმეზე

უმრავლესობის მხრიდან რუსთავი 2-ის თაობაზე გაკეთებულ დღევანდელ განცხადებებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა რურუა აფასებს. რურუა თავდაპირველად პრემიერ მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს უწოდებს.

“მთავრობის მეთაურის განცხადება არა მხოლოდ უსაფუძვლო, არაადეკვატური იყო, უბრალოდ და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს აბსურდულობას იმ მოდელის მმართველობის, რომელიც ოლიგარქმა მოახვია ქვეყანას. არ არსებობს არანაირი დემოკრატიული ანგარიშვალდებულება,“ - განაცხადა რურუამ. 

ის ასევე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის ამბობს, რომ ერთ თვეში რუსთავი 2-ის ირგვლივ უცნაური სიხარული დასრულდება.

“მას წამოცდა ეს და შემდეგ შეეცადა ამის გადღაბნას, რაღაცნაირად სხვა თემებზე გადატანას. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეტევები რუსთავი 2-ზე დამთავრდა. ეს აუცილებლად გაგრძელდება. ოლიგარქი ვერ მოისვენებს მანამ, სანამ არ გაიტანს თავისას,“ - განაცხადა რურუამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა ასევე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარის და პრეზიდენტის დაპირისპირებაზე.

“მიზანი ქართულ ოცნებას აქვს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ მოსპოს. პრეზიდენტად აქციოს ვიღაც დამონებული პარლამენტარი. რაც ნიშნავს, რომ მიიღებენ მორჩილ უხერხემლო დამონებულ პრეზიდენტს, რომელიც არანაირ წინააღმდეგობას არ გაუწევს ივანიშვილის. ამაზე არ წავიდა მარგველაშვილი, მიუხედავდ იმისა, რომ თავიდან მათი გუნდის წევრი იყო, რაღაც პრინციპები დაიცვა და ამიტომაც, ის არის ახლა დარტყმის და ცეცხლის ქვეშ,“ - აღნიშნა რურუამ.

   

დღის ამბები