17 მაისი 2024,   08:57
ვრცლად
ფრანკოფონიის დღე საქართველოში და მარტში დაგეგმილი ღონისძიებები

ფრანკოფონიის დღე საქართველოში - საფრანგეთის, შვეიცარიის, კანადისა და რუმინეთის საელჩოები ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაულს აღნიშნავენ. მარტის თვის განმავლობაში, ფრანგულენოვანი ფილმების ფესტივალი, ფრანგი მწერლის ოლივიე რონელის ვიზიტი, ფრანგულენოვანი შემსრულებლების მონაწილეობით სპექტაკლები და კონცერტებია დაგეგმილი.

ასევე, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის კონკურსები გაიმართება. 20 მარტი, ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

„საქართველო არის ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრი, აქედან გამომდინარე ძალიან აქტიურად მონაწილეობს ფრანკოფონიის ღონისძიებებში, რომელიც წელსაც ტრადიციულად საქართველოში გაიმართება. დაგეგმილია ბევრი ღონისძიება და კონკურსი ახალგაზრდებისთვის. ეს არს ფრანგულ ენაზე ნაშრომების შექმნა და ა.შ.“ - განაცხადა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პასკალ მონიემ.

დღის ამბები