17 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
"რუსთავი 2-ის საქმეზე განხორციელდა პოლიტიკური მართლმსაჯულება" - პაატა გაფრინდშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი უმრავლესობის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს აფასებს. მისი თქმით, უმრავლესობის მხრიდან კეთდება იაფფასიანი პოპულისტური განცხადებები.  

“უკანასკნელი დღეების განცხადებები სამწუხაროდ, ნაკლებად მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. როდესაც პრემიერი საუბრობს იმაზე, რომ საკითხის პოლიტიზირება არ  უნდა მოხდეს, ეს რბილად რომ ვთქვათ, არის ღიმილის მომგვრელი, იმიტომ, რომ მემგონი არ დარჩენილა არცერთი სახელის მქონე ინსტიტუცია თუ პიროვნება, რომელსაც პირდაპირ თუ არაპირდაპირ არ ეღიარებინოს ის ფაქტი, რომ სამწუხაროდ, საქართველოში სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში, რუსთავი 2-ის საქმეზე განხორციელდა პოლიტიკური მართლმსაჯულება. რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, ეს არის იაფფასიანი პოპულისტური განცხადება, ეს არის მცდელობა, რომ რაღაც პატრიოტულ გრძნობებზე ითამაშონ,“ - განაცხადა გაფრინდაშვილმა.   

დღის ამბები