17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
სპეცტექნიკაში გადახდილი მილიონები - სესხით ნაყიდი ნაგავმზიდები უფუნქციოდ არის გაჩერებული

სპეცტექნიკაში გადახდილი მილიონები - ახალციხის ოპოზიცია პრობლემას ნაგავმზიდების შეძენაში ვერ ხედავს, თუმცა მათი მოსაზრებით, პრობლემაა სპეცტექნიკის შეძენის გზებსა და შემდეგ მის ექსპლუატაციაში.

როგორც ირკვევა, მუნიციპალიტეტმა და თემმა ორ-ორი ნაგავმზიდის დაჩქარებული წესით შესაძენად სესხი დაახლოებით სამი თვის წინ აიღო. უხეში გათვლებით, ადგილობრივ ხელისუფლებას სპეცტექნიკის ყიდვა მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.

თუმცა, მას შემდეგ, ეს ტექნიკა არავის გამოუყენებია. ორი მანქანა დღემდე სამხარეო ადმინისტრაციის შენობის ეზოში დგას, კიდევ ორი კი ქალაქის გასასვლელში.

ვალით ნაყიდი ნაგავმზიდების თემაზე ახალციხეში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციაც მუშაობს. დემოკრატ მესხთა კავშირი ბიზნესინტერესებზე საუბრობს. ორგანიზაციაში აცხადებენ, სპეცტექნიკას იმის გამო ვერ იყენებენ, რომ სესხით ნაყიდი მანქანებისთვის შესაბამისი ურნები მუნიციპალიტეტს არ შეუძენია.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ნაგავმზიდების თემაზე საუბარი არ ისურვა. კამერების წინ გამოჩენას მოერიდა გურჯაანის გამგებელიც.

ყვარლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სესხი ბანკმა დაბალ პროცენტში და საშეღავათო პერიოდით მისცა. საუბრობს იმაზეც, რომ ამ ტექნიკის აუცილებლობა არსებობდა, თუმცა არაფერს ამბობს იმაზე, რატომ არ მუშაობს ვალით ნაყიდი ნაგავმზიდები.

 

დღის ამბები