17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ფარული ჩანაწერების სრული ვერსიის გასაჯაროებას ითხოვენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ფარული ჩანაწერების სრული ვერსიის გასაჯაროებას ითხოვენ. სინოდის სხდომის პარალელურად, მამა გიორგი მამალაძის უფლებების დამცველები ბრალდებულთან იმყოფებოდნენ.

ბრალდებულის ადვოკატი არ აკონკრეტებს, ვის გულისხმობდა დეკანოზი იმ პირებს შორის, ვისგანაც ჩანაწერის მიხედვით, ის ციანიდის საყიდლად ფულს ელოდებოდა. თუმცა გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ ციანიდს, რომელზეც ვიდეო ჩანაწერის მონაწილეები საუბრობენ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან რეფერანტის დავალებით ეძებდა.

ადვოკატის მტკიცებით, ვიდეო მონტაჟის გამო, პროკურატურის მიერ არასწორადაა ინტერპრეტირებული ბრალდებულის მიზნები.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილი, სახელმწიფო ბრალდებას მტკიცებულებების შერჩევითად გასაჯაროებაში ადანაშაულებს, რაც მათი განცხადებით, გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.

ბრალდებულის ინტერესების დამცველები და საქმის მონიტორები ასევე ითხოვენ დეკანოზის 33 გვერდიანი ჩვენების გასაჯაროებასაც. ამ მიმართვის საპასუხოდ, განმარტებებს არ აკეთებენ საგამოძიებო უწყებაში. ისევე როგორც, ჯერ უცნობია, როდის გააგრძელებენ გამომძიებლები ბრალდებულის დაკითხვას.

დღის ამბები