17 მაისი 2024,   06:12
ვრცლად
საგანგებო მიმართვა პრემიერს - კვირიკაშვილი ევროპელი დეპუტატების შეშფოთებას არ იზიარებს

პეტრას აუსტრევიჩუსი ერთ-ერთი პირველი ხელმომწერია საგანგებო მიმართვის, რომელიც ევროპარლამენტარების სახელით საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო. ევროპარლამენტარმა, რომელიც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას, აქტიურად ლობირებდა, დღეს ხელისუფლებას შეჩერების მექანიზმი შეახსენა. პეტრას აუსტრევიჩუსი რუსთავი 2-ის საქმეში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავს.

ევროპარლამენტარების ღია გზავნილებს, მიმართვის მთავარი ადრესატი, ასევე საგანგებო წერილით პასუხობს. პრემეირმინისტრი ევროპელი დეპუტატების შეშფოთებას არ იზიარებს. გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტარებისთვის საპასუხო წერილს ამზადებს.

ევროპარლამენტარების მიმართვის შინაარსზე დაფიქრებას და ადექვატურ რეაგირებას ურჩევენ ხელისუფლებას ოპოზიციის წევრები. მმართველი გუნდი ევროპარლამენტიდან მიღებულ გზავნილებს საგანგაშოდ არ მიიჩნევს. ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ ხელისუფლების მძიმე შეცდომები ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზეც მძიმედ აისახება.

ბიძინა ივანიშვილის პირველი მარცხი ბოლო 5 წლის განმავლობაში, საიდანაც ხელისუფლებამ სწორი დასკვნები უნდა გამოიტანოს - ასე აფასებენ არასპარლამენტო ოპოზიციის წევრები სტრასბურგის გადაწყვეტილებას და ევროპის გაფრთხილებას. არასაპარლამენტო ოპოზიცია, ხელისუფლებას მოუწოდებს არ გადადგას ნაბიჯები, რომლითაც საქართველოსთვის ევროპის კარი საბოლოოდ დაიხურება.

ევროპარლამენტარების საპასუხო წერილის შინაარსი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები