17 მაისი 2024,   06:32
ვრცლად
„კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვა“ - მმართველი გუნდი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს უპატივცემულობაში ღიად დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი 10 მარტიდან დაანონსებული შეხვედრებით პარლამენტის უფლებამოსილებაში ერევა.

პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასერიოზულად აღიქვამენ. ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრა ხვალ 3 საათზეა ჩანიშნული.

პრეზიდენტთან კონკრეტული შეთავაზებებით მივლენ ხვალ ოპოზიციონერები. ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ ქვეყნის ახალი პრეზიდენტი მმართველმა გუნდმა პარლამენტს სიითი შემადგენლობიდან შეარჩიოს.

ოპოზიციის ბრალდებებზე საპარლამენტო უმრავლესობას დღეს ერთიანი გზავნილი ჰქონდა. მმართველი გუნდი თვითიზოლაციაში პრეზიდენტს ადანაშაულებს.

ორ სახელისუფლებო ინსტიტუტს შორის კომუნიკაციის დეფიციტზე საუბრობს არასამთავრობო სექტორი. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ზეწოლას გააგრძელებს, რომ ქვეყნის პირველი პირი ვადაზე ადრე გადადგეს.

საერთო საყოველთაო განხილვებს ქვეყნის პირველი პირი ოფიციალურად მას შემდეგ დაიწყებს, რაც საკონსტიტუციო კომისია კონკრეტულ დოკუმენტს წარადგენს. კომისიამ კონსტიტუციის ახალ ვარიანტზე მუშაობა აპრილის ბოლოს უნდა დაასრულოს.

დღის ამბები