17 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება - ოპოზიცია ხელისუფლებას მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს

მმართველი გუნდი სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსთავი 2-თან მიღებული გადაწყვეტილების შემდეგაც სამაუწყებლო კომპანიის საქმეს ორ კერძო სუბიექტს შორის დავად განიხილავს. გიორგი კვირიკაშვილს მიაჩნია, რომ დამოუკიდებელი მედიის ირგვლივ მიმდინარე პროცესების შეფასება გაზვიადებულია.

რესპუბლიკურ პარტიაში მიიჩნევენ, რომ მმართველ გუნდს მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს და სტრასბურგის სამართლებრივი დავის დასათაურებას ისე ცდილობს, რომ დამოუკიდებელი მედიისგან მტრის ხატი შექმნას.

რუსთავი 2-ის საქმესა და პრემიერის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, ბუნდოვანი მინიშნებები გააკეთა. მისი თქმით, საკითხის გარშემო უცნაური სიხარული მომავალ თვეში დასრულდება.

კრიტიკული გამოხმაურებების შემდეგ არჩილ თალაკვაძის განცხადება მამუკა მდინარაძემ განმარტა და აღნიშნა, რომ კომენტარის კონტექსტი ჟურნალისტებმა ვერ გაიგეს.

ექსპერტების თქმით, ხელისუფლების წარმომადგენელთა ყოველი ახალი განცხადება კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს არა მარტო მედიას, არამედ ქვეყნის იმიჯს. უმრავლესობის ლიდერის განცხადება კი, მათ რუსთავი 2-ის საქმეში ძალოვანების ჩართვის რისკს უჩენს.

სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას ურჩევს, რუსთავი 2-თან დაკავშრებით ქვეყნის ინტერესები და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები გაითვალისწინოს.

ავტორი: ანა წერეთელი.

დღის ამბები