17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
ზედამხედველობის სამსახურის ეროვნულ ბანკში დაბრუნება - პარლამენტში მწვავე დებატები გაიმართა

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის დაბრუნება მწვავე დებატების მიზეზი გახდა. მმართველ გუნდში დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ 2015 წელს ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის ერთ-ერთი მიზეზი გიორგი ქადაგიძე იყო.

ოპოზიციას მმართველ გუნდთან და მთავრობის წევრებთან კითხვები აქვს. ოპოზიცია მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას სავალუტო ფონდიდან მოსალოდნელ ფინანსურ სარგებელს უკავშირებს.

ოპოზიციამ მმართველ გუნდს არა ერთხელ შეახსენა კანონპროექტის შესახებ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც დღევანდელ პოზიციებთან შესაბამისობაში არ არის.

ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრების განცხადებით, უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო 2015 წელს მხოლოდ იმიტომ დაძლია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს დაპირისპირებოდა.

ამ განცხადებების მიუხედავად, ოპოზიციამ წარმოდგენილ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. დეპუტატები ფიქრობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ზედამხედველობის სამსახური ისევ ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში დაბრუნდეს.

 

ავტორი: ანა წერეთელი.

 

დღის ამბები