17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
„მე არცერთ ეტაპზე არ მეპარება ეჭვი, რომ მამა გიორგიმ ციანიდი შეიძინა" - ირაკლი მამალაძე

პროკურატურის მოწმე ირაკლი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში საუბრობს. ირაკლი მამალაძე დარწმუნებულია, რომ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ციანიდი შეიძინა. თუმცა, ვისგან მისთვის უცნობია. 

როგორც გამოძიებით ცნობილია, დეკანოზი ჟურნალისტისგან ითხოვდა მისთვის ციანიდის შოვნას, თუმცა ბოლოს ის ირაკლი მამალაძეს აღარ დაუკავშირდა. 

„მე არცერთ ეტაპზე არ მეპარება ეჭვი, რომ მამა გიორგიმ ციანიდი შეიძინა. რომელ რეგიონში, სად, მას აჩუქეს თუ რა მოხდა, მე არ ვიცი.“

„3 და 4-ში ის უნდა ყოფილიყო ბერლინში, მაგრამ ის მეუბნებოდა, რომ მე ვერ მივდივარ, იმიტომ რომ გელოდები შენ. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, ის ბერლინში არ გამგზავრებულა ციანიდის გარეშე,“ - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

ირაკლი მამალაძის თქმით, „მამა გიორგი ამ პერიოდში ნამდვილად არ იჯდა სახლში. ის ინტენსიურად მოქმედებდა და ამას პროკურატურა აუცილებლად იტყვის, სად იყო, რას აკეთებდა, რა მოქმედებები განახორციელა.“

ირაკლი მამალაძის თქმით, დაცვის მხარეს სრული შესაძლებლობა აქვს, რომ ბოლომდე იდაოს.

„მათ აქვთ სრული შესაძლებლობა, იდაონ, როგორც ტელევიზიით, ასევე სასამართლოში, გამოიყენონ ყველა ის მტკიცებულება, რაც მათ ხელთ არის, დაამტკიცონ მამა გიორგის უდანაშაულობა,“ - განაცხადა მამალაძემ.

 

დღის ამბები