17 მაისი 2024,   17:24
ვრცლად
"თუ არგუმენტები არ არსებობს, შეიძლება ვთქვათ, რომ უსამართლოდ დაისაჯა" - მამა ლეონ გელოვანი მეუფე პეტრეზე საუბრობს 

მამა ლეონ გელოვანი გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. მისი თქმით, ხშირად ეკლესიაში არის ისეთ პრობლემები, რომელიც სინოდის სხდომაზე არ იხილება.

“სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია ეკლესიის წიაღში, ეკლესიის სიჯანსაღისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა ისმოდეს თავისუფალი სიტყვა. თუმცა, ეკლესიაში უნდა არსებობდეს უმაღლესი მმართველობის ორგანო, რომელიც შეძლებს არგუმენტირებულად უპასუხოს ამ თავისუფალ სიტყვას. წმინდა სინოდის კრება უნდა შეეხოს წესით ყველა პრობლემას, რომელიც არის ეკლესიაში, თუმცა ხშირად ეკლესიაში ვხედავთ ისეთ პრობლემებს, რომელიც სინოდის სხდომაზე არ იხილება“ - განაცხადა მამა ლეონ გელოვანმა.

განსხვავებული აქცენტების ეთერში ის დღეს სინოდის სხდომის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მეუფე პეტრე ცაავა ტელეკომპანია ერთსულოვნების დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

“მე ცალსახად არ ვამბობ, რომ მეუფე პეტრე დაისაჯა არასამართლიანად, მაგრამ ამ დასჯას აუცილებლად სჭირდება არგუმენტებით გაჯერება, თუ რატომ დაისაჯა. თუ არგუმენტები არ არსებობს, შეიძლება ვთქვათ, რომ უსამართლოდ დაისაჯა,“ - აღნიშნა მამა ლეონ გელოვანმა.

მისივე თქმით, აუცილებელია სამღვდელოების ჩართულობა საჯარო დისკუსიებში, რათა ხალხისთვის იყოს მიწოდებული ყველა ის ინფორმაცია, რაც მათ აღარ ამყოფებთ გაუგებრობაში.

 

 

დღის ამბები