17 მაისი 2024,   23:05
ვრცლად
აღმოჩენა ეგვიპტეში - არქეოლოგებმა ფარაონის გიგანტურ ქანდაკებას მიაკვლიეს

არქეოლოგიური აღმოჩენა ეგვიპტეში. კაიროს მახლობლად გათხრების შედეგად არქეოლოგებმა ფარაონის გიგანტურ ქანდაკებას მიაკვლიეს. მონუმენტი ფრაგმენტებადაა დანაწევრებული, თუმცა მისი სიმაღლე 8 მეტრს აღწევს.

სპეციალისტების წინასწარი დასკვნით, საუბარია რამზეს მეორეს ქანდაკებაზე, ფარაონის, რომელიც ეგვიპტეს სამი ათასი წლის წინ მართავდა. გათხრები კაიროს გარეუბანში, ანტიკური ქალაქის ჰელიოპოლისის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, სადაც რამზეს მეორეს ტაძრის ნანგრევებია შემორჩენილი.

ქანდაკების რესტავრაციას გერმანელი და ეგვიპტელი სპეციალისტები შეუდგებიან. თუ სპეციალისტები დაადასტურებენ, რომ აღმოჩენილი ფრაგმენტები რამზეს მეორეს კოლოსია, მას ეგვიპტის ახალი მუზეუმის შესასვლელში განათავსებენ, რომელიც 2018 წელს გაიხსნება.

დღის ამბები