17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
ტელეკომპანია "ერთსულოვნების" ხელმძღვანელი შესაძლოა მამა მიქაელ ფოფხაძე გახდეს

გავრცელებული ვერსიით, ტელეკომპანია ერთსულოვნების ხელმძღვანელის ადგილს ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი მამა მიქაელ ფოფხაძე დაიკავებს. დირექტორის პოზიცია ვაკანტური სინოდის გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ გახდა, როცა ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე თანამდებობიდან გადააყენეს.

მანამდე კი საპატრიარქოში ტელევიზიის თანამშრომლებმა მეუფე პეტრე გააცილეს, რა დროსაც მან მცირე კომენტარი გააკეთა.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი

დღის ამბები