17 მაისი 2024,   07:59
ვრცლად
ხმაურიანი აქცია მთავრობის კანცელარიასთან - ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები კომპენსაციას ითხოვენ

ხმაურიანი აქცია მთავრობის კანცელარიასთან - ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები ამჯერად უკვე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.

შ.პ.ს. არჩევანის დაზარალებულები, რომლებიც ძირითადად ტანსაცმლით ვაჭრობდნენ, ფულად კომპენსაციას და საბანკო ვალდებულებების შეჩერებას ითხოვენ. გასულ კვირას მათ ამავე მოთხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილსაც მიმართეს, თუმცა, არც დღეს და არც მანამდე, მათ მთავრობიდან არავინ არ შეხვედრია. 

“ ვფიქრობდით, რომ ვიღაცა ყურადღებას მოგაქცევდა. დილის 10 საათიდან აქ ვდგავართ და კაციშვილი არ არის ჩვენი პატრონი. მთელი მსოფლიოს ყურამდე მივიდა, რომ ამხელა ობიექტი დაიწვა და ყურადღებას არ გვაქცევს არავინ. ჩვენ არ ვითვლებით ქართველებად.“ - განაცხადა აქციის მონაწილემ ნათელა სამადაშვილმა.   

აქციის მსვლელობისას ერთ-ერთი მოვაჭრე შეუძლოდ გახდა და მას გადაუდებელი დახმარება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე აღმოუჩინეს. აქციის მონაწილეები ამ დრომდე მთავრობის კანცელარიასთან რჩებიან და დაშლას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ უკვე მეცხრამეტე დღეა ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები დამწვარი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შიმშილობენ.

 

დღის ამბები