17 მაისი 2024,   08:05
ვრცლად
ლარი გაუფასურებას განაგრძობს - 1 აშშ დოლარი ოფიციალური კურსით 2.51 ლარია

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, ხვალ 1 დოლარის შეძენა 2.5111 ლარად იქნება შესაძლებელი.

შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0344 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, საქართველოს ბანკში 1 დოლარის ყიდვა 2.555 ლარად იქნება შესაძლებელი, ბანკ რესპუბლიკაში 2.554 ლარად, თი ბი სი ბანკში კი 1 დოლარი 2.52 ლარი ღირს.

1 ევროს ღირებულება კი 2.6650 ლარია. ევროს ცვლილებამ 0.0501 ლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიხედვით, ლარი სხვა ყველა ვალუტასთან მიმართებაშიც გაუფასურდა. 

დღის ამბები