17 მაისი 2024,   10:51
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა 13 მარტიდან დაიწყება

საპარლამენტო უმრავლესობის პროტესტის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა 13 მარტიდან დაიწყება. კამპანია კონსტიტუცია ყველასია პრეზიდენტის მიერაა ინიცირებული. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველა მხარეს, მათ შორის მმართველ პარტიას, პროცესში აქტიურად ჩაერთონ.

კამპანიის დაწყების შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა. დღესვე პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. უკვე ორშაბათიდან კი საერთო სახალხო განხილვა კახეთის რეგიონიდან დაიწყება.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი. მისი თქმით, ის მიესალმება კონსტიტუციაზე ხალხთან დიალოგს.

“კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენადაც ვიცი იგეგმება ხალხთან კონტაქტი და დისკუსია ამ საკითხზე. კარგად ვიცნობ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას და ისიც აპირებს მოსახლეობასთან კონსულტაციების გამართვას. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ვეთანხმები თუ არა ხალხთან ამ თემაზე საუბარს, ჩემი პასუხია, დიახ,“ - განაცხადა ჰერმანმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი, რომელმაც პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კამპანიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

“დღეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია იყო, ვინაიდან კონსტიტუცია ეს არ არის, კონკრეტული ვიწრო პარტიული ინტერესების მქონე დოკუმენტი, სადაც ცვლილებები სპონტანურად უდნა მოხდეს. ამაში მთელი ქვეყანა უნდა იყოს ჩართული და სწორედ ეს არის პრეზიდენტის მთავარი მიზანი,“ - აღნიშნა უდუმაშვილმა.

დღის ამბები