17 მაისი 2024,   06:12
ვრცლად
მამა გიორგი მამალაძის თქმით, პროკურატურას ვიდეომასალა სრულად უნდა გაესაჯაროებინა

ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზი გიორგი მამალაძე მისმა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ მოინახულა. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის მამა გიორგის ესაუბრა პროკურატურის მიერ გასაჯარობეულ ვიდეომასალაზე.

დეკანოზის პოზიციით, საგამოძიებო უწყებას სრულად უნდა გაესაჯაროებინა ფარული ჩანაწერები, ვინაიდან საზოგადოებაში დამატებითი კითხვები არ გაჩენილიყო.

ადვოკატის თქმით, მამა გიორგი მამალაძემ მასთან საუბარში განაცხადა, რომ ვიდეომასალის იმ ნაწილში, რომელიც არ არის გასაჯაროებული, გასაგები ხდება თუ რატომ ახსენებს შორენა თეთრუაშვილის "მარილზე გასვლა" და რატომ ამბობს, რომ ის "დასაბრედია."

ბრალდებული დეკანოზი პროკურატურის მიერ მისი ჩვენების გასაჯაროებას ითხოვს.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, მამა გიორგი მამალაძე ორშაბათს დაიკითხება და ის აპირებს კითხვებზე პასუხის გაცემას და კონკრეტული სახელების დასახელებას, თუ ვინ და რატომ ჩააყენა ის ამ მდგომარეობაში. 

დღის ამბები