17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
"ჩავთვალოთ, რომ ეს იყო ობიექტური მიზეზი" - ფიქრია ჩიხრაძე უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე არმისვლას აფასებს

პოლიტიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩატარებულ საკონსტიტუციო ცვლილებების მასშტაბურ განხილვაზე საუბრობს. მისი თქმით, აღნიშნულ პროცესებში მთელი საზოგადოება უნდა იყოს ჩართული.

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ ის ერთსულოვნება, რომელიც დღეს ამ დარბაზში სუფევდა გადაედოს მთელ საქართველოს. ჩვენი საზოგადოება უნდა გრძნობდეს, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რაღაცაში რომ ვთანხმდებით, ამაში თითოეული ჩვენთაგანის თანხმობა უნდა იგულისხმებოდეს“ - განაცხადა ჩიხრაძემ.

მან მმართველი გუნდის წარმომადგენლებზეც ისაუბრა, რომლებიც დღევანდელ განხილვას მიწვევის მიუხედავად არ დასწრებიან, მიზეზად კი პარლამენტის დღევანდელი სხდომა დაასახელეს.

“ჩავთვალოთ, რომ ეს იყო ობიექტური მიზეზი, მაგრამ დღევანდელი  დღით დაიწყო მხოლოდ. დღევანდელი დღე არ ნიშნავს, მხოლოდ რაიმეს ჩაკეტვას. ჩვენ მზად ვარ რომ, ყველას შევთავაზოთ თანამონაწილეობა,“ - აღნიშნა ჩიხრაძემ.

კურიერის პირდაპირ ეთერში პოლიტიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე ისაუბრა მოსმენების კანონთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ფართო კონსულტაციები, თუმცა ის რეკომენდაციები, რომლებიც მათ გასცეს არ არის დღევანდელ შეთავაზებულ კანონპროექტში. ჩიხრაძე ასევე აღნიშნავს, რომ მას აქვს მოლოდინი, რომ შესაძლოა იყოს პრეზიდენტის ვეტო.  

დღის ამბები