17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
რაც უფრო დროულად გახდება ხელისუფლება ადეკვატური, მით უფრო მოიგებს საქართველო-ფიქრია ჩიხრაძე "რუსთავი 2-ის" საქმეზე საუბრობს

პოლიტიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე რუსთავი 2-ის საქმინდან და ევროპარლამენტარების წერილიდან გამომდინარე მთავრობის რეაქციას აფასებს. მისი თქმით, რაც უფრო დროულად გახდება ხელისუფლება ადეკვატური, მით უფრო მოიგებს საქართველო.

“ევროპულ ინსტიტუციებთან რომ ყოველდღიური მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, ამაში ორი ეჭვი არ არსებობს, მაგრამ დროა თვალი გავუსწოროთ იმ რეალობას, რომ თავისუფალი მედიის საკითხი, რუსთავი 2-ის საკითხი უკვე იმ მასშტაბის საკითხია, რომ რაც უფრო დროულად მიხვდება შესაბამისი წარმომადგენლობა ამასთან დაკავშირებით და ადეკვატური გახდება შექმნილი რეალობისა, მით უფრო მოიგებს საქართველო. ჩვენ არ გვჭირდება დღეს წაგება და იმიჯის დაზიანება,“ - განაცხადა ჩიხრაძემ.  

დღის ამბები