17 მაისი 2024,   08:01
ვრცლად
"როგორ შეიძლება ევრო პარლამენტარებზე ასეთი შეურაცხყოფის მიყენება," - გიორგი ბარამიძე კახა კალაძეს პასუხობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე ვიცე-პრემიერის კახა კალაძის იმ განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც ევროპელი კოლეგები შეცდომაში ნაციონალური მოძრაობის წევრებმა შეიყვანეს. ბარამძის თქმით, უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებს ჰგონიათ, რომ საზოგადოება თუ ერთხელ და ორჯერ მოტყუვდა, ახლაც მოტყუვდება.

“ეს რომ უბრალოდ არაადეკვატური ყოფილიყო არაუშავდა. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ  უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები გამოდიან და ასე უტიფრად იტყუებიან და ჰგონიათ, რომ საზოგადოება თუ ერთხელ და ორჯერ მოტყუვდა, ახლაც ჰგონიათ, რომ  უბრალოდ გაუვათ და ჩვეულებრივად შერჩებათ. ჯერ ეს ერთი როგორ შეიძლება ევრო პარლამენტარებზე ასეთი შეურაცხყოფის მიყენება. ეს არის ბრძოლა საქართველოს ჯანსაღი მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ რუსთავი 2-ის ბრძოლის გამარჯვების შემდგომ, ჩვენ წინ კიდევ დიდი გამარჯვებები გველის„ - განაცხადა ბარამიძემ.

დღის ამბები