17 მაისი 2024,   06:36
ვრცლად
საქართველოში აღვივებენ ანტიდასავლურ სენტიმენტებს - თამარ კეკენაძე მმართველი გუნდის განცხადებებს აკრიტიკებს

„ყველა ის შეფასება, რაც ბოლო დღეებში ჩვენ მოვისმინეთ, არის არა მხოლოდ სამარცხვინო, მაგრამ არის ასევე დანაშაულებრივი,“ - ასე აფასებს თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე მმართველი გუნდის მიერ ევროპარლამენტარების განცხადებების საპასუხო გამოხმაურებას.

„ყველა ის შეფასება, რაც ბოლო დღეებში ჩვენ მოვისმინეთ არის არა მხოლოდ სამარცხვინო, მაგრამ არის ასევე დანაშაულებრივი. რეალურად ისინი ახდენენ ყველა ევროპული სტრუქტურის დისკრედიტაციას და საქართველოში აღვივებენ ანტიდასავლურ სენტიმენტებს,“ - აცხადებს თამარ კეკენაძე.

მისი თქმით, ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა ყველა ინსტიტუტის დისკრედიტაცია მოახდინა. მისი თქმით, ერთადერთი პრეზიდენტის ინსტიტუტია, რომელსაც ჯერჯერობით ვერ იმორჩილებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ დარჩენილი ერთადერთი კრიტიკული მედიასაშუალების რუსთავი 2-ის დამორჩილება ბიძინა ივანიშვილის სურვილია.

„ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მიზანმიმართული შეტევა განეხორციელებინა რუსთავი 2-ზე,“ -აცხადებს თამარ კეკენაძე.

კურიერის ეთერში თამარ კეკენაძე აღნიშნავს, რომ ხელისფლებას ევროპელ მეგობრებთან საქმიანი ურთიერთობის გაფუჭება წინასწარ აქვთ გათვლილი.  

„საბოლოოდ ამ ყველაფრის შედეგი არის ის, რომ ჩვენ ევროპელ მეგობრებს დაანახონ ის, რომ საქართველოში ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივა არ შეიძლებას, რომ განვითარდეს. ამ ქვეყანას არ აქვს ევროპული მომავალი და ნელ-ნელა ჩვენ ჩამოვუშვათ ხელი და შევტრიალდეთ რუსეთისკენ,“ - განაცხადა თამარ კეკენაძემ. 

დღის ამბები