17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
იერუსალიმში ფილმ "ნორმანის" პრემიერას მთავარი როლის შემსრულებელი რიჩარდ გირი დაესწრო

ისრაელისა და შეერთებული შტატების ერთობლივი ნამუშევრის პრემიერა იერუსალიმში შედგა. ჩვენებას რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებლებიც დაესწრნენ, მათ შორის, რიჩარდ გირი, რომელიც ნორმანის როლს ასრულებს.

ფილმის ჩვენებამდე წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდის ვარსკვლავები გამოჩდნენ. იერუსალიმის კინოთეატრში ფილმ ნორმანის პრემიერაზე რიჩარდ გირი შეყვარებულთან ერთად მივიდა.

ფილმის პრემიერას სამსახიობო გუნდთან ერთად სცენარისტი და რეჟისორი ჯოზეფ კედარიც დაესწრო. კინოჩვენების შემდეგ მთავარი როლის შემსრულებლებმა მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გამართეს.

ავტორი: ანუკა ელიზბარაშვილი.

დღის ამბები