17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
კლდიაშვილის ქუჩაზე სამსართულიან საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა - ადგილზე 17 სახანძრო მანქანა მუშაობს

კლდიაშვილის ქუჩაზე სამსართულიან საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. რუსთავი 2-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, რომ ცეცხლი სახლის მესამე სართულს წაეკიდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრის ჩასაქრობად 17 სახანძრო მანქანა მუშაობს. ამ ეტაპზე გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იკვლევს. 

დღის ამბები