17 მაისი 2024,   07:33
ვრცლად
ტელეკომპანია ერთსულოვნებაში ახალი დირექტორი მამა მიქაელ ფოფხაძე მივიდა

ტელეკომპანია ერთსულოვნებაში ახალი დირექტორი მამა მიქაელ ფოფხაძე მივიდა. მასთან ერთად იმყოფებოდა მეუფე შიო.

მამა მიქაელ ფოფხაძე თანამშრომლებს და არხის მენეჯმენტს ხვდება. როგორც ცნობილია, იმართება გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ჯერჯერობით უცნობია, ტელეკომპანიის ახალი დირექტორი განახორციელებს თუ არა საკადრო ცვლილებებს.

ტელეკომპანია ერთსულოვნების დირექტორად მამა მიქაელ ფოფხაძის დანიშვნის გადაწყვეტილება დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო.

 

 

 

 

დღის ამბები