17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა - მმართველი გუნდი პრეზიდენტის ინიციატივას აკრიტიკებს

მმართველი გუნდისთვის პრეზდენტის ინიციატივა საერთო საკონსტიტუციო განხილვებთან დაკავშირებით მიუღებელია.  მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მიმართ დღეს ერთსულოვანი და კრიტიკული იყო.

დეპუტატებმა კონსულტაციებში მონაწილეობაზე უარის რამდენიმე მიზეზი დაასახელეს, მათ შორის, პლენარულ სესიაზე დასწრების გადაუდებელი აუცილებლობა.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ შეტევის ახალი ტალღა დაიწყო. არასაპარლამენტო ოპოზიციაც დარწმუნებულია, რომ გიორგი მარგველაშვილის და შესაბამისად პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ მმართველი გუნდი ბიძინა ივანიშვილის კარნახით მოქმედებს.

სპეციალისტებისთვის პოლიტიკური მოტივების გამო ფართო განხილვაში მონაწილეობაზე უარი მიუღებელია.

პრეზიდენტმა ფართომასშტაბიანი კონსულტაციის გამართვამდე, რამდენიმე თვის წინ, მმართველ ძალას საკონსტიტუციო კომისიის შექმნა მისი, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარეობით შეთავაზა, თუმცა უარი მიიღო. ამის შემდეგ კი კომისია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობითა და პრეზიდენტის წარმომადგენლების გარეშე საქმიანობს.

ავტორი: ანა წერეთელი.

დღის ამბები