17 მაისი 2024,   10:03
ვრცლად
კამპანია "კონსტიტუცია ყველასია" - პრეზიდენტი კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საჯარო განხილვებს იწყებს

გიორგი მარგველაშვილის ახალი შეთავაზება საერთო სახალხო ჩართულობას ქვეყნის უზენასი კანონის დამტკიცებამდე გულისხმობს. ახალ კამპანიას ქვეყნის პირველი პირი თავად წარმართავს. გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ ახალი კამპანია საკონსტიტუციო კომისიას მოქალაქეების მიერ შეთავაზებული კონკრეტული ინიციატივებით დაეხმარება.

პირველი ერთობლივი შეხვედრა ქვეყნის პირველმა პირმა 13 მარტს კახეთში დაანონსა. პრეზიდენტი ყველა რეგიონში გეგმავს ჩასვლას. შეხვედრები პირველ ეტაპზე სტუდენტებთან და სამეცნიერო წრეებთან მოეწყობა. რეგიონში წასვლამდე გიორგი მარგველაშვილმა უკვე გამართა პირველი შეხვედრა დიპლომატებთან.

წავლენ თუ არა პრეზიდენტთან ერთად რეგიონში შეხვედრაზე, ნაციონალური მოძრაობის წევრებს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, თუმცა მიაჩნიათ, რომ საყოველთაო ჩართულობა დემოკრატიულობის ხარისხს გაზრდის. საყოველთაო განხილვებში აქტიურად ჩართვას გეგმავენ ევროპული საქართველოს წევრები.

კონსტიტუცია ყველასია კამპანიის ფარგლებში საკუთარ წინადადებებს არასამთავრობო სექტორს წარმომადგენლები და კონსტიტუციონალისტებიც წარადგენენ. კამპანია "კონსტიტუცია ყველასია" მედია აქტივობასაც გულისხმობს. 

დღის ამბები