17 მაისი 2024,   07:59
ვრცლად
კლდიაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა

კლდიაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა. დამწვარია სამსართულიანი სახლის სახურავი და მესამე სართულის ნაწილი.

შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა და ყველა მათგანი უკვე გამოყვანილია. გამგებლის განცხადებით, არცერთი ოჯახი გარეთ არ დარჩება და ამ ეტაპზე მათ საცხოვრებელი ფართით მერია უზრუნველყოფს.

კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრის ჩასაქრობად 17 სახანძრო მანქანა მუშაობს. ამ ეტაპზე გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იკვლევს.

დღის ამბები