17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
პრეზიდენტს ე.წ. მოსმენების კანონზე ვეტოს დადებისთვის მოსაფიქრებლად ერთკვირიანი ვადა დარჩა

პრეზიდენტმა მოსმენების კანონთან დაკავშირებით შესაძლოა ვეტოს უფლება გამოიყენოს. გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტილების მიღებამდე საპარლამენტო ფრაქციებს კონსულტაციებს სთავაზობს. პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღებამდე ერთკვირიანი ვადა დარჩა.

პრეზიდენტთან შეხვედრაზე მისვლას ქართული ოცნება არ აპირებს. მმართველი გუნდი თვლის, რომ განსახილველი არაფერია, რადგან კანონი რომელიც უკვე მიიღეს გამართულია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვევა ყველა ოპოზიციურმა ფრაქციამ მიიღო, დეპუტატები კონსულტაციებში მონაწილეობისთვის მზად არიან.

ვიდრე პოლიტიკოსები პრეზიდენტთან შეიკრიბებიან, მესამე სექტორი კანონის სტრასბურგში გასასაჩივრებლად ემზადება.

პარლამენტმა ე.წ. მოსმენების შესახებ კანონი ერთი კვირის წინ მიიღო. ჯერჯერობით უცნობია დაადებს თუ არა პრეზიდენტი დოკუმენტს ვეტოს. ასეთ შემთხვევაში მის დასაძლევად უმრავლესობას მცირე დრო რჩება, საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით კანონი 31 მარტს ამოქმედებული უნდა იყოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები