17 მაისი 2024,   17:22
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი - რუსთაველის გამზირზე მოსახლეობას 14:00 საათზე ელოდებიან

ხვალ 14:00 საათზე რუსთაველის გამზირზე რუსთავი  2-ის მხარდასაჭერი აქცია-კონცერტი გაიმართება. ხვალ საზოგადოებას რუსთავი 2-ის სახეები და სხვადასხვა პროექტში გამარჯვებულები მიმართავენ. 

საპროტესტო აქცია სამაუწყებლო კომპანიის ინიციატივით იმართება, თუმცა მას ყველა ოპოზიციური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაციები უერთდებიან. მათი თქმით, თავისუფალი სიტყვის დასაცავად ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ ისინი მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

დღეს რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა და კიდევ ერთხელ გააცნო სამაუწყებლო კომპანიის წინაშე არსებული გამოწვევები.

 

დღის ამბები